ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია Gucci-ს კრეატიული დირექტორი გახდა

ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია Gucci-ს კრეატიული დირექტორი გახდა.

“მე ძალიან აღელვებული ვარ Gucci-ს ოჯახთან შეერთებით. ეს არის პატივი, რომ შევიტანო წვლილი იმ სახლში, რომელსაც ღრმა პატივისცემით ვეკიდები და დიდი ხანია ვაფასებ. მოუთმენლად ველი, სტეფანოსა და მთელ გუნდთან ერთად Gucci-ს გასაოცარი ისტორიის ახალი თავის დაწერას”, – ნათქვამია დემნა გვასალიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დემნა გვასალია, რომელიც 2015 წლიდან Balenciaga-ს კრეატიული დირექტორია, 6 ივლისს იქნება თავისი ბოლო კუტიური შოუს ხელმძღვანელი, მას შემდეგ კი გადაინაცვლებს იტალიის უმაღლესი ფუფუნების სახლთან სამუშაოდ.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი – ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვლადიმერ პუტინის განცხადება ძალიან პერსპექტიულია, მაგრამ არ არის სრული
შემდეგი სტატიაალექსანდრე (კახა) ლომაია: თუ მან ისევ შეაჩერა იარაღის მიწოდება, ევროპელებსაც იგივე მოსთხოვა, და უკრებსაც აუკრძალა მობილიზაცია, ეს, არსებითად, უკრაინის კაპიტულაციის ტოლფასი იქნება