ქართველი და რუმინელი სპეციალური ოპერაციების ძალების ერთობლივი სწავლება

შავ ზღვაში საქართველოსა და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალების საზღვაო სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებმა კომბინირებული საზღვაო სწავლება შავ ზღვაში პირველად გამართეს. სწავლებაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფიც იყო ჩართული. იმიტირებული სცენარის მიხედვით, უცხო ქვეყნის გემმა, რომელზეც სავარაუდოდ უკანონო შეიარაღებული ჯგუფი იყო განთავსებული, საქართველოს ტერიტორიული წყლები დაარღვია. ქართველმა და რუმინელმა სპეციალური ოპერაციების ძალებმა კი, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფთან ერთად აბორდაჟის ერთობლივი ოპერაცია განახორციელა.
ერთობლივი სწავლება საქართველოსა და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას, პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების გამყარებას ისახავდა მიზნად.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: მადლობა „თბილსერვისის“ ყველა თანამშრომელს, ვინც დედაქალაქს კეთილსინდისიერად ემსახურება
შემდეგი სტატიაგიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში საწყისი სამეთაურო მომზადების სერჟანტთა საკანდიდატო კურსი დასრულდა