ქართველი ბიზნესმენის უკანასკნელი წუთები – მკვლელობის დეტალები (ვიდეო)

ჩვენ გვაინტერესებს ვინ შეუკვეთა მკვლელობა, – ასე გამოეხმაურა ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის დედა მთავარი პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბიზნესმენის მკვლელების ვინაობა დადგენილია.
“ვიცოდით, რომ ვიღაცა მოტოციკლით მოვიდა და მოკლა, მაგრამ ჩვენ გვაინტერებს, ვინ შეუკვეთა მკვლელობა, თორემ ის ისედაც ვიცოდით, რომ ვიღაცა უცხოელი მოვიდა და თავის სახლთან მოკლა ბიჭი. ისედაც ვიცოდით, რომ შეკვეთილი მკვლელობა იყო”, – განუცხადა ხარძიანის დედამ ტელეკომპანია “იმედს”.

banner
წინა სტატიაშიგავრცელდა კადრები, სადაც ჩანს როგორ ურტყამს თამაზ მეჭიაური მოქალაქეს (ვიდეო)
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო: გრიპის ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს