ქართველი 7-ანის 7 გოლი – ჩემპიონთა ლიგაზე

14686661_655973597896164_132048828_nსაქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა გულნარა გაბელიამ, ქალთა ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში, საკუთარ კლუბთან, ყაზახურ ,,ბიიკ,,-თან ერთად მეხუთე მატჩი ჩაატარა და მეშვიდე გოლი გაიტანა… გულნარა გაბელიამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ტურნირის 3 მატჩში, საკუთარი გუნდის გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდო და 4 გოლი გაიტანა. ტურნირის 1/32 ფინალში, საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან, იტალიურ ,,ვერონასთან,, საკუთარ სტადიონზე ,,ბიიკმა,, შინ 3:1 მოიგო და ამ მატჩშიც გაბელიამ დუბლი შეასრულა… ხოლო იტალიაში რამდენიმე საათის უკან დასრულებლ განმეორებით შეხვედრაში მეტოქეებმა ფრედ 1:1 ითამაშეს და ამ შეხვედრაშიც, ყაზახური გუნდის მიერ გატანილი ერთადერთი გოლი – გულნარა გაბელიას ანგარიშზეა… ამრიგად ყაზახური ,,ბიიკ კაზიგურტის,, ქართველ 7 ნომერს, წლევანდელ სეზონში ჩემპიონტა ლიგის 5 მატჩში უკვე 7 გოლი აქვს გატანილი. აღსანიშნავია, რომ გულნარა გაბელიას, ქალთა ჩემპიონტა ლიგაზე გოლები ისეთი ევროპული გრანდებისთვის აქვს გატანილი, როგორიცაა ესპანური ,,ბარსელონა,, და ქალთა ჩემპიონთა ლიგის ყველაზე მეტჯერ გამარჯვებული – გერმანული ,,ფრანკფურტი,, გაბელიას გუნდის მეტოქე ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში, უახლოეს დღეებში კენჭისყრის შედეგად გაირკვევა.

banner
წინა სტატიაშიISIS-ი დანაღმული დრონების გამოყენებაზე გადავიდა
შემდეგი სტატიასააკაშვილმა ოდესაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა