ქართველებზე უკეთეს პარტნიორს ვერც ისურვებდნენ – ქნირში ავღანეთში გერმანელ ჯარისკაცებზე

“ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ქართველებზე უკეთეს პარტნიორს ვერც ისურვებდნენ” – ასე ეხმაურება საქართველოში გერმანიის ელჩი ავღანეთში მყოფ გერმანელი და ქართველი ჯარისკაცების თანამშრომლობას.

ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის პროცესში საქართველო ნატოს ქვეყნებს ლოჯისტიკურ მხარდაჭერას უწევს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გერმანიის საჰაერო ტრანსპორტირების ქვედანაყოფისთვის გადმოსროლის ჰაბის როლს ასრულებს.

“ჩვენ ავღანეთიდან სამხედრო მოსამსახურეები გამოგვყავს და თბილისი ჩვენთვის სატრანზიტო ლოკაციას წარმოადგენს, სადაც ჩვენი სამხედროები თვითმფრინავს იცვლიან. ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ქართველებზე უკეთეს პარტნიორს ვერც ისურვებდნენ, რომლებთან ერთადაც გერმანელი სამხედროები ავღანეთშიც მხარდამხარ მსახურობდნენ. მინდა თითოეულ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც ამ შესანიშნავ თანამშრომლობაშია ჩართული. პირადად მე, მოხარული ვარ, რომ თბილისი ამ როლს ასრულებს”, – თქვა ჰუმბერტ ქნირშმა.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე – ჩვენთვის რამდენიმე ფაქტორი გახდა მიუღებელი, ამიტომ არ მივიღეთ „საარჩევნო კოდექსის“ კენჭისყრაში მონაწილეობა
შემდეგი სტატიადეგნანი – მნიშვნელოვანი იყო, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შედგა ინკლუზიური საკონსულტაციო პროცესი