ქართველებს ძალიან კარგი მუსიკა და კარგი ღვინო გაქვთ – პაპი ფრანცისკე ქართველ მგალობლებს

წმინდა პეტრეს ტაძარში წირვის ჩატარებამდე, პაპი ფრანცისკე ვატიკანში მყოფ ქართველ მგალობელთა გუნდსა და სახელმწიფო დელეგაციას შეხვდა.

კათოლიკე ეკლესიის ინფორმაციით, პაპმა ქართული გალობა მოისმინა, ქართული მუსიკა და ღვინო კი შეაქო.

„ქართველებს ძალიან კარგი მუსიკა და კარგი ღვინო გაქვთ“, – მიმართა პონტიფიკოსმა ქართველ მგალობლებს.

ქართული ღვინო პაპ ფრანცისკეს საქართველოში წმინდა საყდრის დესპანმა, არქიეპისკოპოსმა ჟოზე აველინო ბეტანკურმა გაუგზავნა.

თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის გუნდმა პეტრე-პავლობის სადღესასწაულო წირვის დასრულებისას ქართული გალობა გააჟღერა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მჭიდროდ ვიმუშავებთ ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე საქართველოს დასაწინაურებლად
შემდეგი სტატიაქართველი ხალხი იმსახურებს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას, მაგრამ ამ გზაზე მთავარი დამაბრკოლებელი საქართველოს ხელისუფლებაა – ხერხეულიძე