“ქართველებს აქვთ უფლება, გახდნენ EU-ს მოქალაქეები, მაგრამ მთავრობამ უნდა გააკეთოს მეტი – ის უნდა გახდეს გეოპოლიტიკური აქტორი, რომელიც ჩვენს სტანდარტებს აკმაყოფილებს”-მარკოს როს სემბიერი

“ქართველებს აქვთ უფლება, გახდნენ EU-ს მოქალაქეები, მაგრამ მთავრობამ უნდა გააკეთოს მეტი – ის უნდა გახდეს გეოპოლიტიკური აქტორი, რომელიც ჩვენს სტანდარტებს აკმაყოფილებს”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკოს როს სემბიერიმ ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ეჭვი იმისა, რომ იყო დარღვევები არჩევნებზე არის შემაშფოთებელი. 26 ოქტომბერს დადასტურდა ბევრი ფაქტი, რომ დაკვირვების დროს იყო ორმაგი ხმის მიცემა. ამომრჩევლების მოსყიდვა და კამერები საარჩევნო უბნებზე, რაც ზეწოლას წარმოადგენს ამომრჩევლებზე. ჩვენ გვინდა, რომ ვესაუბროთ საქართველოს ხელისუფლებას. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, მაგრამ მთავრობას ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი. ქართველებს აქვთ უფლება, რომ გახდნენ ევროკავშირის მოქალაქეები, მაგრამ მთავრობამ უნდა გააკეთოს უფრო მეტი, გახდეს გეოპოლიტიკური აქტორი, რომელიც აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს. ნათელი უნდა მოეფინოს ყველა დარღვევას”, – განაცხადა მარკოს როს სემბიერიმ.

banner
წინა სტატიაში“26 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვისა და დაშინების ფაქტები… ეს შედეგები არ შეიძლება იყოს ლეგიტიმური, უნდა მოვითხოვოთ ყველა დარღვევის გამოძიება” -დაინიუს ჟალიმასი
შემდეგი სტატია“ქართველები დემონსტრაციებს აწყობენ და ამბობენ, რომ უნდათ ევროკავშირი და არ უნდათ, იყვნენ პუტინის ორბიტის ნაწილი… ყველა [საარჩევნო] დარღვევა უნდა გამოიძიონ”-დევიდ მაკალისტერი