ქართველებმა რომში ცხინვალის წარმომადგენლობა დაარბიეს

საქართველოს ხელისუფლებას საერთოდ აღარ აინტერესებს ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალი. ამით კარგად ისარგებლა რუსი ოკუპანტების საძმომ და ლამისაა მთელი მსოფლიო შემოიარონ.

ტურისტების რანგში რომ დადიოდნენ, კიდევ ვერაფერს ეტყოდი, რუსული პასპორტები აქვთ და უფლება აქვთ აქეთ-იქით იხეტიალონ. სამწუხარო ისაა რომ არაღიარებულები ოფიციალური ვიზიტებით დადიან.
ოსებმა ევროპასთან განსაკუთრებით თბილი ურთიერთობა დაამაყრეს. იტალიაში მათ წარმომადგენლობაც აქვთ გახსნილი.  რაღა თქმა უნდა, რომ წარმომადგენელიც ჰყავთ.

საქართველოს ხელისულებას ამაზე შეღონებული უნდა ჰყავდეს საქართველოში იტალიის საელჩო, მაგრამ თითქოს არაფერი მომხდარა ისე არიან გასუსულები.
სამაგიეროდ იტალიაში მცხოვრები ქართველები აღმოჩნდნენ მოწოდების სიმაღლეზე. მათ 14-15 ოქტომბრის ღამით ჩაამტვრიეს შუშა და პირისაგან მიწისა აღგავეს დაფა, რომელზეც სამხრეთ ოსეთი ეწერა.

ამან რუსი ოკუპანტების საძმო ცხინვალში შეაშფოთა. ოსურ მედიასთან საუბარში მათ ქართველებს სულ ვანდალები ეძახეს. ისე რა სასაცილო არის, სხვისი მიწა მიითვისეს, ქართული სოფლები გადაწვეს და კიდევ ქართველებს ეძახიან ვანდალებს. ქართვეების ლაშქრობასთან დაკავშირებით განცხადება ოსთა წარმომადგენელმა იტალიაში მაურო მურდ ჯიმაც გააკეთა.
მაურო მურჯიმ და ცხინვალის საგარეო უწყებამ განაცხადეს, რომ ისინი ქართველების პროვოკაციას არ დაექვემდებარებიან და წარმომადგენლობა იტალიაში მუშაობას მხოლოდ გააქტიურებს. ოსური მედიის ინფორმაციით, წარმომადგენლობაზე ახალ დაფას 26 ოქტომბერს გააკრავენ.

მაგ დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება  ბარსელონასკენ იქნება მიმართული. კამპ ნოუზე ბარსელონა რეალს უმასპინძლებს.  ელ კლასიკოს ღამეს ყველა მხოლოდ ფეხბურთის ყურებით იქნება დაკავებული და ჩვენ ქართველებს საკმარისი დრო ექნებათ ამ დაფის კიდევ ერთხელ ჩამოსალეწად.
იმედი ვიქონიოთ,რომ საქართველოს ხელისუფლება შეშფოთებას არ გამოთქვამს იმის გამო რომ ქართველებმა რომში მძინარე ცხინვალის წარმომადგენლობა ააოხრეს.

შორენა მასრაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიინგა გრიგოლია Tv ,,პირველის“ გენერალური დირექტორი გახდა
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე ერთი პირი ამხილა