ქართველების სამსახურში ყოფნისათვის მიღებულ სანქციას ჯილდოს ფასი აქვს – ქეთევან ჩარკვიანი

“ქართველების სამსახურში ყოფნისათვის მიღებულ სანქციას ჯილდოს ფასი აქვს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი ქეთევან ჩარკვიანი წერს.

ქეთევან ჩარკვიანი სოციალური ქსელიდან პასუხობს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებას სანქცირებასთან დაკავშირებით.

გამჭვირვალობის კანონით, დემოკრატიას ვუთხრით ძირს თუ სუვერენიტეტს ვამყარებთ, ამას ქართველი ხალხი გადაწყვეტს 26 ოქტომბრის არჩევნებზე და არა რომელიმე სხვა ქვეყნის წარმომადგენელი.

შეხსენებისთვის, ყველა კვლევის მიხედვით, ქართულ ოცნებას საზოგადოების დიდი უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს, რომელიც მზარდია!

საქართველოს და ქართველების სამსახურში ყოფნისათვის მიღებულ ნებისმიერ სანქციას ჯილდოს ფასი აქვს,” – წერს ქართული ოცნების დეპუტატი ქეთევან ჩარკვიანი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, აშშ რუსულ კანონზე პასუხისმგებელ პირებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვას დღეიდან იწყებს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: კონფედერაცია თუ გალის დაბრუნება – „ოცნების“ საარჩევნო ტრიუკი?!
შემდეგი სტატიაპაატა დავითაია: აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება არის სტრატეგიული პარტნიორის ღია მხარდაჭერა