„ქართველები, ევროპულ ქვეყნებში მოგზაურობას, მალე თავისუფლად შეძლებენ”

ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის შეფასებით, ქართველებს ძალიან მალე შეეძლებათ, ქართული პასპორტით, ევროპულ ქვეყნებში გადაადგილება.

როგორც კალაძემ საინვესტიციო პროექტების შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული დადებითი ანგარიში, მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა მინისტრმა აქვე აღნიშნა, რომ ქვეყენას ჯერ კიდევ სერიოზული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს, რათა ევროპის სრულუფლებიანი წევრი გახდეს.

„ეს არის ძალიან მნიშვნერლოვანი ნაბიჯი. კიდევ უფრო მეტი გვაქვს სამუშაო, კიდევ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი, რომ უახლეს მომავალში, საქართველო იმ დიდი ოჯახის წევრი ქვეყანა გახდეს, რასაც ევროპა ჰქვია. ვფიქრობ, ძალიან მალე, ჩვენი ქვეყანის მოქალაქეები, ქართული პასპორტით თავისუფლად შეძლებენ ევროპულ ქვეყნებში მოგზაურობას“,- აღნიშნა კახა კალაძემ.

ევროკომისიის დასკვნით, საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წარმატებით შეასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ დადებითი პოლიტიკური გადაწყვეტილების შემთხვევაში, უვიზო მიმოსვლა ამოქმედდება.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანის და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრა შვეიცარიაში
შემდეგი სტატიაკახა კალაძემ საზოგადოებას განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო