“ქართველები დემონსტრაციებს აწყობენ და ამბობენ, რომ უნდათ ევროკავშირი და არ უნდათ, იყვნენ პუტინის ორბიტის ნაწილი… ყველა [საარჩევნო] დარღვევა უნდა გამოიძიონ”-დევიდ მაკალისტერი

“მე პირადად ვნახე ბიულეტენების ჩაყრა, ფარულობის არარსებობა და დაშინება… ჩვენ უნდა დავუწესოთ სანქციები ყველას, ვინც პასუხისმგებელია ამაზე”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, დევიდ მაკალისტერმა ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“გასულ წლის დეკემბერს ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოსთვის მიეცა კანდიდატის სტატუსი. ისტორიული გადაწყვეტილება, იყო უზარმაზარი შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის. სამწუხაროდ, ბოლო დროს, სერიოზული შეშფოთებას იწვევს ქვეყნის ტრაექტორია. წინასაარჩევნო გარემო იყო გასვრილი დარღვევებით. ქართველები დემონსტრაციებს აწყობენ და ისინი აცხადებენ, რომ უნდათ ევროკავშირი და არ უნდათ ბატონი პუტინის ორბიტის ნაწილი იყვნენ. ყველა დარღვევა უნდა იქნეს გამოძიებული და ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები უნდა იყოს გათვალისწინებული”, – განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.

banner
წინა სტატიაში“ქართველებს აქვთ უფლება, გახდნენ EU-ს მოქალაქეები, მაგრამ მთავრობამ უნდა გააკეთოს მეტი – ის უნდა გახდეს გეოპოლიტიკური აქტორი, რომელიც ჩვენს სტანდარტებს აკმაყოფილებს”-მარკოს როს სემბიერი
შემდეგი სტატია“მე პირადად ვნახე ბიულეტენების ჩაყრა, ფარულობის არარსებობა და დაშინება… ჩვენ უნდა დავუწესოთ სანქციები ყველას, ვინც პასუხისმგებელია ამაზე”- მარკეტა გრეგოროვა