ქართველ სასულიერო პირს მადრიდში კორონავირუსი დაუდასტურდა

ქართველ სასულიერო პირს მადრიდში კორონავირუსი დაუდასტურდა. მადრიდის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, არქიმადრიტმა პიროს გოცირიძემ, ამის შესახებ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში თავად ისაუბრა. არქიმანდრიტის დაინფიცირების წყარო უცნობია.

“10 დღის წინ დამეწყო სიცხე. სახსრების ტკივილი მქონდა, სისუსტეს ვგრძნობდი და თავი მტკიოდა ძალიან. 6 დღის წინ დამეწყო ტკივილი გულის მხარეს, როდესაც ვსუნთქავდი. ვგრძნობდი, რომ გული მაწუხებდა. მითხრეს, რომ კორონავირუსი მაქვს, ოღონდ იოლ ფორმებში”, – ამბობს არქიმანდრიტი.

მისივე ინფორმციით, მადრიდში ეკლესიები ერთი თვის წინ დაიხურა და მსახურებები ონლაინ ტარდება.

“თვითონ ეკლესიამაც გააკეთა განცხადება და ჩვენც მოგვწერეს ოფიციალურად, რომ აღარ გვქონდა უფლება ჩაგვეტარებინა მსახურებები და მაგ პერიოდიდან უკვე აღარ ტარდებოდა. გადავედით ონლაინ ლოცვებზე,” – ამბობს გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშისამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში კარანტინში იმყოფება 291 ადამიანი, აქედან ყველაზე მეტი ზუგდიდის მკვიდრია
შემდეგი სტატიაკახეთში შვიდ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა