ქართველ ხალხს სურს, გახდეს ევროკავშირის, ნატო-ს წევრი, ამერიკის შეერთებულ შტატებს კი ნამდვილად დიდ პატივად მიაჩნია და ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ამ გზაზე, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მხრიდან უაღრესად შთამბეჭდავი პროგრესი იხილა.
„ნამდვილად დიდი პატივი იყო, მემსახურა საქართველოში, ამ შესანიშნავ ქვეყანაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობაზე. უაღრესად დიდ კეთილგანწყობას ვგრძნობდი უამრავი კეთილი ქართველის მხრიდან სხვადასხვა რეგიონებში, რომლებიც მასპინძლობას და კეთილგანწყობას იჩენდნენ ჩემ მიმართ, რომელიც გულიდან მომდინარეობდა, თავიანთი ოჯახების კარს მიხსნიდნენ, მასპინძლობდნენ სახლებში, თემებში, მიზიარებდნენ გამოცდილებას, იმედებს, გამოწვევებს და მუდამ ვაფასებდით ამ აზრთა ურთიერთგაცვლას.
ჩვენს ქართველ მეგობრებთან ერთად მუდამ ვმუშაობდით საქართველოს მხარდასაჭერად, რომელიც მხარს უჭერს უამრავი ქართველის თავდადებას, იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, სამოქალაქო ორგანიზაციები, სამთავრობო უწყებები, ვინც მუშაობენ საქართველოს საუკეთესო ინტერესების დასაწინაურებლად. უკანასკნელი 30-წლიანი პარტნიორობის პერიოდში ჩვენი მხარდაჭერა ეხმარებოდა საქართველოს, უკეთ დაეცვა საკუთარი საზღვრები, შეეჩერებინა აგრესია, მოეხდინა სტიმულირება ეკონომიკისა, რაც ხელს შეუწყობდა სამუშაო ადგილების შექმნას, რომ ქართველებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, ენახათ მომავალი თავისი ქვეყნისთვის, თავისი თემებისთვის. ეს მთლიანობაში ხელს შეუწყობდა საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას და ხელს ვუწყობდით საქართველოს მდგრადი, გამძლე, დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნას. ეს არის ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანი. მათ სურთ, გახდნენ ევროკავშირის, ნატო-ს წევრები, ამერიკის შეერთებულ შტატებს კი ნამდვილად დიდ პატივად მიაჩნია და ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ამ გზაზე.
ჩვენ ვიხილეთ უაღრესად შთამბეჭდავი პროგრესი საქართველოს მხრიდან. ჩვენ ვგეგმავთ, გავაგრძელოთ მხარდაჭერა ამ პროცესისა. ნამდვილად წუხილს გამოვხატავ, რომ მიწევს საქართველოს დატოვება. დარწმუნებული ვარ, ყველა, ვინც ჩემამდე მუშაობდა ჩემს თანამდებობაზე, იმავეს გრძნობდა. მრავალ საქართველოს მოქალაქესთან მიწევს დამშვიდობება, ვისთანაც ჩამომიყალიბდა მეგობრობა, ვინც მეხმარებოდა ამ უნიკალური კულტურის, უნიკალური ქვეყნის ტრადიციების ისტორიის გაგებაში, მაგრამ მიწევს დამშვიდოდება. თან წავიღებ შესანიშნავ მოგონებებს. ნამდვლად მეღიმება ხოლმე, რომ ვიხსენებ ჩემს მეგობრებს თუშეთში, რაჭაში, სვანეთში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, ქვეყნის ყველა რეგიონში, იმერეთში. ვიხსენებ შესანიშნავ გამოცდილებას, მათი მხრიდან გამოწვდილ ხელს ჩემი და ჩემი კოელგების მიმართ. ჩვენ ვამაყობთ იმ პარტნიორობით, რომელიც ამერიკასა და საქართველოს 30 წლის განმავლობაში აქვთ. ჩემთვის ეს შესაძლებლობაა, დაგემშვიდობოთ, მაგრამ აგრეთვე გამოვხატო უღრმესი მადლიერება ყველა ქართველის მიმართ, ვინც ასეთ სითბოს, მხარდაჭერას იჩენდა და ნამდივიად ამერიკის მეგორები არიან“, – განაცხადა კელი დეგნანმა.