“ქართველ ხალხს ოქტომბერში შესაძლებლობა ექნება, მოიშოროს თაღლითები” – სენატორი რიში

ქართველ ხალხს ოქტომბერში შესაძლებლობა ექნება, თაღლითები მოაშოროს და საკუთარ ხელში აიღოს მომავალი – ამის შესახებ სენატორმა ჯიმ რიშმა სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, სადაც საქართველოს შესახებ მსჯელობა გაიმართა.

სენატორმა აღნიშნა, რომ საქართველოში მომავალ არჩევნებს დააკვირდებიან.

ჩვენ ამერიკაში გვჯერა, რომ ჭკვიანი ადამიანები ყოველთვის გაიაზრებენ, რომ დემოკრატია ბევრად უკეთესია, ვიდრე ავტორიტარიზმი. მაგრამ რაც გვითხარით მაიმედებს, რომ ასეთი ბევრია. ჩვენ დავაკვირდებით არჩევნებს შემდეგ თვეში, მე და ჩემი კოლეგა შაჰინი დიდი ხანია ვაკვირდებით არჩევნებს და არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ძალიან ბევრი ადამიანი მსოფლიოდან. თუ თქვენ მეუბნებით, რომ არიან ადამიანები, რომლებმაც იციან რა უნდათ, მაშინ მათ ეს შესაძლებლობა ექნებათ არჩევნებში, რომ მათ გადაწყვიტონ საკუთარი და საკუთარი ქვეყნის მომავალი და გააცნობიერებენ, რომ ეს მათ ხელშია.

თუ სიმართლეა ქართველ ხალხზე და მათ სურვილებზე რასაც ამბობთ, მაშინ მათ ოქტომბერში შესაძლებლობა ექნებათ, რომ თაღლითები მოაშორონ და საკუთარ ხელში აიღონ მომავალი”, – განაცხადა რიშმა.

banner
წინა სტატიაში“რატომ მოუნდა საქართველოს რუსეთთან დაბრუნება?”-სენატორი რიშის შეკითხვა ეკა გიგაურს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: წარმოუდგენელია, კოლექტიური გიგაური გამოდის სენატში სასაუბროდ