26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

“ქართუმ” ივანიშვილის კომპანიისგან მიწა იყიდა — ირაკლი აბესაძე

ირაკლი აბესაძე სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მორიგი საეჭვო გარიგების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. აბესაძის თქმით, ფონდმა ივანიშვილისავე კუთვნილი კომპანიისგან ოზურგეთში 27 714 კვ.მ მიწის ნაკვეთი 1 300 000 ლარად შეიძინა.

ექსპერტი სვამს კითხვას — ეს რეალური ქველმოქმედებაა თუ საქველმოქმედო თანხების პირად ბიზნესში გადატანა:

„საქველმოქმედო მიზნებისთვისაა მიწა შეძენილი თუ უბრალოდ შპს „აკვა ცენტრის“ ანგარიშზე 1 300 000 ლარი გადაიტანა პირადი მიზნებისთვის და ჯიბეში ჩაიდო?! ეს არ არის პირველი საეჭვო გარიგება, რომელიც ფონდის საქმიანობის საქველმოქმედო ხასიათს შეიძლება სცდებოდეს“, — წერს აბესაძე.

ირაკლი აბესაძე აღნიშნავს, რომ „ქართუს“ ანგარიშები კანონის დარღვევით დღემდე გასაიდუმლოებულია. მისივე მტკიცებით, ბოლო წლებში ივანიშვილმა ამავე ფონდის კუთვნილი კომპანიების სამშენებლო და სასტუმრო ბიზნესებზე იაფი სესხის სახით 452 მილიონი ლარი გასცა, რაც საზოგადოებას უნდა მოხმარებოდა. გარდა ამისა, მან ფონდის ქონება პირადი მიზნებისთვის, საბანკო სესხების ასაღებად დააგირავა.

„მთავარი შეკითხვაა: ვინ ავსებს ამ ფონდს, ვინ არიან მისი შემომწირველები და რა ფული ბრუნავს ამ დახურულ, გაუმჭვირვალე ფონდში „ქველმოქმედების“ საფარქვეშ?!“ — აცხადებს აბესაძე.

banner
წინა სტატიაში“დანიელები ურტყამდნენ გორშიც და მეც სასამართლოში” — სააკაშვილის განცხადება
შემდეგი სტატიაისრაელი გაერო-ს გენერალურ მდივანთან ყველანაირ კონტაქტს წყვეტს