ქართულმა სტარტაპმა ლატვიაში დაფუძნებული კომპანიისგან პირველი საერთაშორისო ინვესტიცია მოიზიდა

„ანგელოზი ინვესტორების ქსელების“ წარმომადგენლებისთვის წამყვანი სტარტაპ ეკოსისტემა გაგვეცნო. ჩვენი პირველი შედეგები შთამბეჭდავია და მეტად პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, ვინაიდან, ინვესტიციის შესახებ მოლაპარაკებები კიდევ რამდენიმე სტარტაპთან მიმდინარეობს“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ.

TTM-ის მიერ მოზიდულ ინვესტიციას აქსელი-ს დამფუძნებლებიც წარმატებულად აფასებენ. მათი თქმით, აღნიშნული ფაქტი ადასტურებს „საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის“ შესაძლებლობებს – აღმოაჩინონ ადრეული ეტაპის საუკეთესო სტარტაპები და ისინი შესაბამის ინვესტორებთან დააკავშირონ.

რაც შეეხება თავად Baltic Tech Ventures-ს, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და საინვესტიციო კომიტეტის თავმჯდომარე ჯინ ზოლოტარევი იმედოვნებს, რომ აღნიშნული ტექნოლოგიის მეშვეობით, ავტომობილების გადაადგილება ბევრად უფრო უსაფრთხო გახდება.

„Baltic Tech Ventures აღტაცებულია TTM-ში ინვესტირების შესაძლებლობით. ქართული სტარტაპის წარმომადგენლებს თბილისში შევხვდით, აქსელის და თბილისის მერიის ერთობლივად ორგანიზებულ ღონისძიებაზე. ჩვენ ვიზიარებთ TTM-ის ხედვას – „მსოფლიო ავტოსაგზაო შემთხვევების გარეშე“. სრულიად ვართ დარწმუნებული TTM-ის გუნდის შესაძლებლობებში და გვჯერა რომ, ისინი ინოვაციური ტექნოლოგიის საშუალებით, საავტომობილო გადაადგილებას ყველასთვის უსაფრთხოს გახდიან“, – აღნიშნავს ჯინ ზოლოტარევი.

გარდა ამისა, Baltic Tech Ventures-მა დააზღვია სავალუტო ოფციონები, რათა მომავალში TTM-ის დამატებითი აქციებიც შეისყიდოს.

თბილისმა 23-24 ივნისს, უცხოელ ინვესტორებს უმასპინძლა, რომლებიც დაინტერესბული არიან სტარტაპებით და ინვესტირებას ახორციელებენ ახლადშექმნილ ტექნოლოგიებში. ღონისძიების ფარგლებში, ინვესტორებს საშუალება ჰქონდათ, პირადად შეხვედროდნენ ადგილობრივი სტარტაპ კომპანიების წარმომადგენლებს, მათი პროდუქციის შესახებ ინფორმაცია მოესმინათ და დედაქალაქში არსებულ სტარტაპ ეკოსისტემას გაცნობოდნებ. თბილისში LitBAN/the Lithuanian Business Angel Network; LatBAN/the Latvian Business Angel Network; EstBAN/the Estonian Business Angels Network და Baltic Tech Ventures-ის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ღონისძიების ორგანიზატორი თბილისის მერია და „ანგელოზ ინვესტორთა ქსელი“, ხოლო პარტნიორი „თიბისი ბიზნესი“ იყო.

banner
წინა სტატიაშისავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული ჯგუფები 15 სექტემბრიდან სახელმწიფოს ხარჯზე მხოლოდ ორჯერ ვაქცინირების შემთხვევაში გაიტესტებიან
შემდეგი სტატიათბილისის მაჟორიტარობის საერთო ოპოზიციონერი კანდიდატები ცნობილია