“ქართულმა ოცნებამ” უნდა გაიწვიოს კანონი თუ საქართველოს სურს წარმატების მიღწევა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე – ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) ​”ქართული ოცნების” მიერ “რუსული კანონის” ხელახლა ინიცირებას ეხმაურება.

“საქართველოს ხელისუფლების მიერ კანონპროექტის რეინიცირება, რომელიც მედიასაშუალებებს ანიჭებს იარლიყს უცხოური კონტროლის შესახებ, ღრმად შემაშფოთებელია და სრულიად შეუთავსებელია მათ განაცხადთან ევროპულ დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისობაზე. ეს საფრთხეს უქმნის პრესის თავისუფლებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ. “ქართულმა ოცნებამ” უნდა გაიწვიოს კანონი და უარი თქვას “საგარეო აგენტების” კანონმდებლობაზე, თუ საქართველოს სურს წარმატების მიღწევა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე”, – წერს CPJ.

banner
წინა სტატიაშიაჭარაში გამოვლინდა აფთიაქი, საიდანაც ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია უკანონოდ ხდებოდა
შემდეგი სტატიარუსეთის ქალაქ ენგელსში აფეთქებები იყო