„ქართულმა ოცნებამ“ უაზრო ფორმულა შემოგვთავაზა – გოცირიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული ფორმულა უაზრობაა.

დეპუტატის თქმით, მმართველ პარტიას არცერთი რეკომენდაციის შესრულება არ უნდა.

„ქართულმა ოცნებამ“ უაზრო ფორმულა შემოგვთავაზა, მოდი ჯერ დეპოლარიზაცია და მერე დანარჩენი საქმეების გაკეთებაო, როდესაც 11 მუხლი არის სწორედ პოლარიზაციის და განხეთქილების წყარო.

კვლავ უნდათ რომ ეს პროცესი გადაიტანონ, რაც შეიძლება შორს, ჩვენ კი პირიქით, ვითხოვთ საქმეს. ვითხოვთ ახლავე იქნეს მოწვეული პარლამენტის რიგგარეშე სხდომა.

მაგალითად, კონსტიტუციური ცვლილებები რატომ არ უნდა იქნეს მიღებული ახლავე, ეს ხომ ელემენტარულად რაღაც ნდობას გააჩენდა? მაგრამ ყველაფერი ნათელია, მათ არ უნდათ არცერთი რეკომენდაციის შესრულება“, – აცხადებს ენმ-ს წევრი.

banner
წინა სტატიაშიშეიძლება დაუშვა დაბალი საარჩევნო ბარიერი, რომ პარლამენტში მეტი პოლიტიკური ჯგუფი შევიდეს, მაგრამ თუ სამუშაოს საბოტაჟი და დაპირისპირება ჩაანაცვლებს, სტანდარტული – 5%-იანი ბარიერი სჯობს – ვოლსკი
შემდეგი სტატიაძირითადი შეტევა მიტანილი იყო იმ იურისდიქციაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილს რეალურად აქვს ფინანსური აქტივი, საფუძველს მოკლებულია საუბარი იმაზე, რომ სადმე სხვაგან სანქციის სახით ბიძინა ივანიშვილის უფლებების შებოჭვა მოხდება – ყიფიანი