25.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, სექტემბერი 10, 2026
banner

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა გაიმართა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ამომრჩეველთან შეხვედრა გაიმართა ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატები: ვაჟა ხელაძე, ნანული ხინიკაძე, ირაკლი სარსევანიძე და ლევან ითიურიძე წარადგინა.

„ხაზი გაესვა კანდიდატების კეთილსინდისიერებასა და პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალების აქტიური მონაწილეობა განსაკუთრებით მისასალმებელია. კამპანიის ფარგლებში, კანდიდატები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. მიმოიხილეს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული პროექტები და სამოქმედო გეგმა გააცნეს.

შეხვედრებზე მთავარი ყურადღება დაეთმო რეგიონებში არსებული პრობლემების მოგვარებასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს. თავის მხრივ, კანდიდატებმა ამომრჩევლებს კონკრეტული ხედვა წარუდგინეს, რაც მუნიციპალიტეტების განვითარებასა და სოციალური პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. შეხვედრები დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, სადაც ადგილობრივებმა საკუთარი საჭიროებები კანდიდატებს გააცნეს. ხაზი გაესვა საგზაო ინფრასტრუქტურას, წყალმომარაგებას და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობას“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ ინფორმაციაში.

2026 წლის 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: აფხაზეთი, ეს არის დიდი გეოპოლიტიკური საკითხი, რომლის გადაწყვეტა გადის რუსეთის იმპერიის დაშლაზე
შემდეგი სტატია4-დღიანი ძებნის შემდეგ ბათუმის ზღვაში დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს