22.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

“ქართულმა ოცნებამ” საქართველო მტრულად განწყობილი ელემენტებით გამოავსო” – ბექა კობახიძე

ისტორიკოსი ბექა კობახიძე სოციალურ ქსელში წერს:

2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა იყო 3.713 მილიონი; 2024 წლის აღწერის მიხედვით, ეს მაჩვენებელი 3.914 მილიონამდე გაიზარდა. 10 წელიწადში ნამატი არის 201 ათასი ადამიანი. რა მოხდა ამ 10 წელიწადში? ემიგრაციიდან დაბრუნდა ხალხი? შობადობამ მოიმატა?

არა, შობადობამაც დაიკლო და ასიათასობით ქართველი წავიდა ემიგრაციაში.

2022 წლიდან ასიათასობით რუსი მოაწყდა ამ ქვეყანას და ბევრი მათგანი თავს გრძნობს მასპინძლად ყოფილ კოლონიაში. ანდა, რაღა ყოფილ…
პუტინმა თქვა, ეს ხალხი ჩვენი დემოგრაფიული რესურსია საზღვარგარეთო. განა არ იმსახურებს კახეთში შეურაცხყოფილი რუსი ქალი რუსული რაკეტებით დაცვას? იმსახურებს.
ეს რომ არ მომხდარიყო, აზერბაიჯანმა საზღვრები ჩაკეტა და ერთი სულითაც არ გაზრდილა აზერბაიჯანში რუსული მოსახლეობა. უფრო კი პირიქით – სპუტნიკებს და სხვა პროპაგანდისტულ საშუალებებს დაატოვებინეს აზერბაიჯანი.
ქართულმა ოცნებამ ისე გამოავსო საქართველო სრულიად გადაუმოწმებელი, საქართველოს სახელმწიფოსადმი მტრულად განწყობილი ელემენტებით, პოლიტიკური ფასი არ გადაუხდია. ქიმიის სკოლის სახელმძღვანელოზე ყურძნის წურვის პროცესის დახატვით ვიცავთ ეროვნულ ფასეულობებს.

როცა სახელმწიფო ვერ/არ ასრულებს თავის მოვალეობას, მოქალაქეები იწყებენ ამის გაკეთებას, მათ შორის საკმაოდ არასასიამოვნო ფორმებით

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ვაჭრობას არ ექვემდებარება, ოკუპაცია და ანექსია ვერ ნორმალიზდება
შემდეგი სტატიასამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების დაპირებით თანხების გამოძალვა – პროკურატურამ ბრალდებულს კიდევ 20 ეპიზოდზე ბრალი დაუმძიმა