4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 10, 2026
banner

„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე საკმარისზე მეტი მტკიცებულება წარადგინა იმისათვის, რომ ხუთივე პარტია აიკრძალოს- ირაკლი ჭეიშვილი

საზოგადოება ხედავდა, თუ რა მტკიცებულებები გვქონდა წარდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და რას პასუხობდნენ ჩვენი ქვეყნის მტრები, ვგულისხმობ, რადიკალურ ოპოზიციას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ჭეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე საკმარისზე მეტი მტკიცებულება წარადგინა იმისათვის, რომ ხუთივე პარტია აიკრძალოს.

„საზოგადოებამ კარგად ნახა, თუ რა მტკიცებულებების დასტა წარვადგინეთ იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ხუთივე პოლიტიკური პარტიის აკრძალვა მოხდეს. მე ვფიქრობ, ეს არის საკმარისზე მეტი საფუძველი იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება და ეს ხუთივე პარტია იქნას პოლიტიკური ველიდან, ასე ვთქვათ, ჩამოშორებული. სხვა საკითხია, ისინი რას ფიქრობენ და რას ამბობენ. საზოგადოება ხედავდა, თუ რა მტკიცებულებები გვქონდა წარდგენილი სასამართლოსთვის და რას პასუხობდნენ ჩვენი ქვეყნის მტრები – ვგულისხმობ, რადიკალურ ოპოზიციას“, – განაცხადა ჭეიშვილმა.

ცნობისთვის, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა 9 ნოემბერს განახლდება.

banner
წინა სტატიაშიმაია კოპალეიშვილი: საკონსტიტუციო სარჩელის წარდგენისას „ქართლი ოცნების“ წარმომადგენელი არჩილ გორდულაძე უსუსტესი იყო
შემდეგი სტატიალაშა ფარულავა: ჩვენ ვუერთდებით 28 ნოემბრის სახალხო აქციას