ქართულმა ოცნებამ მოსამართლეები სამართლით მოვაჭრეებად აქცია

„მანანა კობახიძეს აქვს შანსი, გამოიჩინოს პრინციპულობა, დადგეს ისტორიის სწორ მხარს“

დღეს 3 საათზე უნდა გაიმართოს სხდომა, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს აარჩევენ. თავმჯდომარის ერთ-ერთ კანდიდატს მერაბ ტურავას მოსამართლეებისგან უკვე აქვს 5 ხმა და ის აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნას ბათუმში აქცია მოჰყვა. აქციას „ლელო საქართველოსთვის“ წევრი ანა ნაცვლიშვილიც ესწრება. მისი თქმით, არ შეიძლება, სასამართლო კლანის წევრმა დაიკავოს.
„ქართული ოცნება“ გეგმავს, მთლიანად შესანსლოს საკონსტიტუციო სასამართლო. ჩვენ არ მივცემთ შესაძლებლობას, ჩუმად და კომფორტულად გააკეთოს ეს. ყველა მოსამართლემ, ვინც ამ ფორმით დაიკავა მოსამართლის ადგილი, უნდა იცოდნენ, რომ ეს თანამდებობა არის დროებითი. ეს უნდა გაითვალისწინოს ბატონმა ტურავამაც,“-განაცახადა ანა ნაცვლიშვილმა.
„ლელო საქართველოსთვის“ წევრის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ეს ადამიანები სამართლით მოვაჭრეებად აქცია. კანონით კი მათ აქვთ უფლება, ნებისმეირი საქმეზე მიკერძოებული გადაწყვეტილება მიიღონ.
„სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ მოსამართლეებად კი არა, სამართლით მოვაჭრეებად გადააქცია ყველა ის მოსამართლე, რომელიც მათი მმართველობის დროს დანიშნეს. ჩვენ კი ვთვლით, რომ ვაჭრობის პროცესი სასამართლოში უნდა დასრულდეს. ვიცით, როგორ და სად არის საკონსტიტუციო მოსამართლის ბედი გადაწყვეტილი, კანონი მას ანიჭებს ისეთ უფლებებს, რომ შეეძლება საკონსტიტუციო სასამართლოში კონკრეტული საქმის ბედზე იქონიოს გავლენა და ამისთვის მას ბევრი ბერკეტი ექნება,“- განაცადა ანა ნაცვლიშვილმა.
აქციის მსვლელობისას ნაცვლიშვიმა მანანა კობახიძეს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა.
„მე მინდა მანანა კობახიძეს მივმართო, რომ მას აქვს შანსი, გამოიჩინოს პრინციპულობა, დადგეს ისტორიის სწორ მხარს და მიუხედავად მასზე განხორციელებული ზეწოლებისა, ვიმედოვნებ, რომ ის სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს,“-განმარტა ანა ნაცვლიშვილმა.
შეგახსნეებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოზიცია 15 ივნისიდანაა თავისუფალი.

banner
წინა სტატიაშითამარაშვილის გამზირზე წაქცეულ ხესთან დაკავშირებით პირველადი დათვალიერება ჩატარდა
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია : ომბუდსმენმა დეტალური გამოძიება ჩაატარა, რომლის მიხედვითაც, არა თუ არ არის გარკვეული, ვინ გასცა ბრძანება, ფაქტია, სახელმწიფოს ამის გარკვევა არ უნდა