„ქართულმა ოცნებამ“ მარტში მილიონი ლარის შემოწირულობა მიიღო

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მარტში 28 ფიზიკური პირისგან ჯამში მილიონი ლარის შემოწირულობა მიიღო.

ჩარიცხვების ძირითადი ნაწილი 26-29 მარტზე მოდის. მონაცემები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

მმართველი პარტიის მსხვილ შემომწირველებს შორის ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილია (45 ათასი ლარი), ასევე „ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორი ნატო ხაინდრავა (50 ათასი ლარი).

მაქსიმალური დასაშვები შემოწირულობა, 60-60 ათასი ლარი განახორციელეს ბიზნესმენებმა კახა კობიაშვილმა, გიორგი აბრამიშვილმა, რომან აბრამიშვილმა, ნოდარ მიქაბერიძემ, შალვა სირაძემ და ალექსანდრე ჩოჩიამ.

აუდიტის სამსახურის მონაცემებითვე, ბოლო ერთ თვეში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შემოწირულობის სახით 26 635 ლარი მიიღო, ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა „გირჩმა“ – 12 500 ლარი, „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიულმა პარტიამ“ – 12 ათასი ლარი, „თავისუფალმა საქართველომ“ – 5 500 ლარი, „ევროპულმა საქართველომ“ – 820 ლარი, „ერთიანმა კომუნისტურმა პარტიამ“ კი 88 ლარი.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე – დასტურდება, რომ საარჩევნო კამპანიის დროს „რუსთავი 2“-სა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ზღვარი წაშლილი იყო
შემდეგი სტატიაჭავჭავაძის გამზირზე, აქციაზე დაკავებული ექვსი პირის ადმინისტრაციული საქმის განხილვა 19 აპრილს გაგრძელდება