“ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ისინი და ინაშვილის პარტია ერთი პოლიტიკური გუნდია”

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯოდმარის მოადგილის თანამდებობაზე “პატრიოტთა ალიანსის” წევრის, ნატო ჩხეიძის არჩევას, “ენმ”-ს ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე, რომელიც ასევე იყო წარდგენილი კომიტეტის თავმჯოდმარის მოადგილის პოსტზე, “ფეისბუქით” ეხმაურება:

“იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს ნატო ჩხეიძე ინაშვილის პარტიიდან, ხოლო ჩემი კანდიდატურა ჩააგდეს.

ქ-ნი ნატო არის პათოლოგანატომი, მან ვერ დაასახელა ვერცერთი პრიორიტეტული მიმართულება, რომელზე მუშაობასაც აპირებს, მაგრამ ქართულმა ოცნებამ მაინც მას დაუჭირა მხარი.

ფორმალური თანამდებობის გარეშეც ვიმუშავებ იურიდიულ კომიტეტში რიგით წევრად ყველა იმ საკითხზე, რომელიც ეხება მოსმენებს, დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს, მოწმის დაკითხვას, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს და ჩვენი პროგრამით გათვალისწინებულ სხვა თემებს.

ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ისინი და ინაშვილის პარტია ერთი პოლიტიკური გუნდია” წერს კახიძე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ბარათაშვილი: გადადგომის მიზეზი არის სიახლე, რომელსაც ცოტა ხანში ვიტყვი
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია : ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მხოლოდ ,,ოცნების” ინტერესებს იყო მორგებული