„ქართულმა ოცნებამ ერთხელ და სამუდამოდ საზოგადებას უნდა უთხრას რა გზას ირჩევს

ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციის თავმჯდომარე იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის წასვლის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს.

სულხან სალაძე აცხადებს, რომ მნიშვნელობა არა აქვს ერთი ან ორი მოსამართლის ჩანაცვლებას იმიტომ, რომ ეს რეალურ სურათში არ შეცვლის. მისივე თქმით, სასამართლოს სისტემა უნდა დაკომპლექტდეს დამოუკიდებელი მოსამართლეებით.

„ერთი გვრიტიშვილი წავა, მოვა სახვა გვრიტიშვილი, ამიტომ არის ჩვენი უმთავრესი მოთხოვნა, რომ საბჭოს ის შემადგენლობა უნდა წავიდეს, ვინც სიის ნომინირებას დაუჭირა მხარი. ეს გადაწყვეტილება იყო წყალგამყოფი და ეს გადაწყვეტილება იყო დემონსტრირება, რომ ამ ადამიანებს ვერ წამოუდგენიათ სასამართლო სისტემაში სხვანაირად მოწყობილი, დამოუკიდებელი მოსამართლეებით,“ – განაცხადა სულხან სალაძე.

ის სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს

„ქართულმა ოცნებამ ერთხელ და სამუდამოდ საზოგადებას უნდა უთხრას, ის ირჩევს დამოუკიდებელი სასამართლოს გზას, თუ ის ირჩევს ჩინჩალაძის სასამართლო გზას,“ -განაცხადა სულხან სალაძემ.

სულხან სალაძის განცხადებით, კლანის წევრები არ ყოფილან სისტემის მსხვერპლები 2012 წლამდე, როგორც ახლა ცდილობენ ამით მათი გადაწყვეტილებების ახსნას, არამედ ისინი იყვნენ შემსრულებლები.

https://youtu.be/FEtin4gEEUY

 

banner
წინა სტატიაშიიაფფასიანი ჯინსები, შესაძლებელია, გაქრეს
შემდეგი სტატიაჩვენ ვართ იმ კალათაში, რომელშიც არის დიდად არათავისუფალი სასამართლო