„ქართულმა ოცნებამ“ ერთ თვეში 938 500 ლარის შემოწირულობა მიიღო

მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ერთ თვეში – პირველი აპრილიდან ორი მაისამდე პერიოდში 938 500 ლარის შემოწირულობები მიიღო.

აღნიშნული მონაცემები სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა.

მმართველ პარტიას თანხა ოთხმა კომპანიამ ჩაურიცხა – 100-100 ათასი ლარი შპს „საქართველომ“ და შპს „გაგრა+“-მა; 50-50 ათასი ლარი შპს-მ „Geo Sand“ და შპს „ჯეო კვარცმა“. „ქართულ ოცნებას“ 60 ათასი ლარი შესწირა ბიზნესმენებმა ივანე ბაქრაძემ, 50-50 ათასი ლარი ვაჟა ციგროშვილმა, ვაჟა ლეკიშვილმა და დავით კაპანაძემ. ფიქსირდება ჩარიცხვები „ქართუ ბანკის“ თანამშრომლებისგან, ასევე საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორისგან, გივი ბახტაძისგან (20 ათასი ლარი), გზების დეპარტამენტის ყოფილი უფროსისგან, გიორგი სეთურიძისგან (20 ათასი ლარი).

banner
წინა სტატიაშისანდრა რულოვსი “ოცნების” კანდიდატს ღია სივრცეში, მოქალაქეების თანდასწრებით დებატებში იწვევს
შემდეგი სტატიამალხაზ მაჩალიკაშვილი, დაკითხვაზე დაბარების მიუხედავად, დღეს სუს-ში მისვლას არ აპირებს