ქართულმა ოცნებამ აშშ-ში ახალი ლობისტური კომპანია, Hogan Lovells 900 000 დაიქირივა

ქართულმა ოცნებამ აშშ-ში ახალი ლობისტური კომპანია, Hogan Lovells დაიქირივა. ხელშეკრულება 21 იანვარს არის შედგენილი და ოცნების მხრიდან მას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.

კომპანიის მიერ აშშ-ს FARA-ზე ატვირთულ წერილი ბიძინა ივანიშვილს მიემართება. გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ კომპანია მმართველ პარტიას აშშ-სთან ორმხირივი სტრატეგიული ურთიერთობის განმტკიცებაში უნდა დაეხმაროს.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, კომპანია ქართულ ოცნებას ადვოკატირებას გაუწევს აშშ-ს სახელმწიფო თანამდებობის პირებთან და გაუწევს კონსულტაციებს სტრატეგიის შემუშავებაში. მომსახურების ყოველთვიური საფასური 75 ათასი დოლარს შეადგენს, ხოლო ხანგრძლივობა კი 2021 წლის იანვრამდეა განსაზღვრული.

ამგვარად, ახალი ლობისტური კომპანიის მომსახურებაში ქართული ოცნება 900 ათას დოლარს გადაიხდის.

2019 წელს საქართველოს მთავრობამ აშშ-ში ლობისტური კომპანიების მომსახურებაში 2.7 მილიონი დოლარი გადაიხადა.

წელს საქართველოს მთავრობამ ლობისტურ კომპანიებთან სულ, 2,7 მილიონი დოლარის ხელშეკრულება გააფორმეს. 2019 წელს პირველი კონტრაქტი კომპანია Strate Various Inc-თან გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია საქართველოს მთავრობას აშშ-ის პოლიტიკის ანალიზსა და გენერალური სტრატეგიის შემუშავებაში უნდა დახმარებოდა. ამავდროულად კომპანიას უნდა მოემზადებინა პრინციპული გზავნილები საქართველოს ოფიციალური პირებისთვის.

ხელშეკრულება 25 იანვარს გაფორმდა და ვადად 31 დეკემბერი განისაზღვრა. ამ პერიოდში ყოველთვიური გადასახდელი თანხა კი 12 ათას დოლარს შეადგენს, რაც წელიწადში 180 ათას დოლარს უტოლდება.

იმავე წელს გაფორმდა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ლობისტური კონტრაქტი ახალ მომწოდებელთან. 2019 წლის 29 მარტს საქართველოს მთავრობამ, მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას სახით, კომპანია Hill+Knowlton Strategies-თან გააფორმა ხელშეკრულება. დადებული კონტრაქტის ღირებულებამ 1,8 მილიონი დოლარი შეადგინა.

2017-2018 წლებში გაფორმებული კიდევ ორი ხელშეკრულება იძებნება. 2018 წელს Chartwell Strategy Group LLC-ის მომსახურებაში სახელმწიფომ სულ 545 ათასი დოლარი გადაიხადა, ხოლო Strate Various მომსახურება ბიუჯეტს 144 ათასი დოლარი დაუჯდა.

 

წყარო: ტაბულა

banner
წინა სტატიაში“მოსამართლემ ამიკრძალა ტელეკომპანია მთავარის დირექტორობა” – ნიკა გვარამია
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი: თეორიულად შესაძლებელია, არჩევნებამდე ყველა ოპოზიციური ლიდერი ციხეში აღმოჩნდეს