ქართულმა ოცნებამ არ უღალატა თავის ტრადიციას და კიდევ ერთხელ გადააგდო ქართველი ხალხი და საერთაოშორისო თანამეგობრობა – დამენია

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა დამენია, ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას ეხმაურება.
დამენიას თქმით, ქართულმა ოცნებამ არ უღალატა თავის ტრადიციას და კიდევ ერთხელ გადააგდო ქართველი ხალხი და საერთაშორისო თანამეგობრობა.
დამენიამ აღნიშნა, რომ ეხლა მნიშვნელოვანია ერთიმხრივ საპროტესტო ელექტორატის გააქტიურება ქვეყანაში, მეორემხირვ კი საერთაშორისო თანამეგობრობასთან მუშაობა, რათა გაიზარდოს წნეხი ქართულ ოცნებაზე.
„ქართული ოცნება თავის ტრადიციას არ ღალატობს და მან კიდევ ერთხელ გადააგდო ქართველი ხალხი და საერთაოშორისო თანამეგობრობა, ამიტომ ოპოზიცია ეხლა უნდა დაირაზმოს, კოორდინირებული მუშაობით ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რათა საპროტესტო ელექტორატი გავააქტიუროთ, ასევე გაგრძელდეს და გაძლიერდეს მუშაობა საერთაშორისო თანამეგობრიბასთან და თავისუფალ სამყაროსთან, რათა გაიზარდოს წნეხი ქართულ ოცნებაზე, რათა მან ვეღარ განაგრძოს ძალადობრივი ქმედებებით საქართველოში მოღვაწეობა,“ – განაცხადა დამენიამ.

banner
წინა სტატიაშიესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი: არაა საუკეთესო გადაწყვეტილება “ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოებისთვის
შემდეგი სტატია“ტანტა” და თერაპიის ცენტრი “გრადაცია” – Social Impact Award 2021-ის ფინალისტები ინკლუზიური მისიით