ქართულმა ლეგიონმა დებალცევოში სპეც–ოპერაცია „გიგა“ ჩაატარა

ქართულმა ლეგიონმა დებალცევოში სპეც–ოპერაცია „გიგა“ ჩაატარა. როგორც უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი იუწყება, ოპერაცია ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის მეორე დღეს დაიგეგმა.

„ქართულმა ლეგიონმა 12 ივნისს დებალცევოს მიდამოებში ჩაატარა სპეც-ოპერაცია “გიგა”. ბრძოლა მიმდინარეობდა 8-10 მეტრის მანძილზე. დადასტურებული ინფორმაციით შეტაკებაში განადგურებულია 12 რუსი სამხედრო მოსამსახურე ( ეს რასაც ადასტურებენ), საარტილერიო ცეცხლით საერთო ჯამში განადგურდა 40 მდე ოკუპანტი,ბრძოლაში მონაწილეობას იღებდა ლეგიონთან ერთად 25 მოტოქვეითი ბატალიონის მე-3 ასეული ,და არტილერია, 2 ქართველი ლეგიონერი დაჭრილია ერთი მსუბუქად მეორე გოსპიტალიზირებულია კიევში. ოპერაცია დაიგეგმა გიგა ოთხოზორიას ცინიკური მკვლელობიდან მეორე დღეს!“,– წერს მამუკაშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხა-ზუგდიდის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტილია
შემდეგი სტატიადღეს საქართველოში ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი