“ქართულმა კინემატოგრაფმა და მაყურებელმა უდიდესი და უმძიმესი დანაკლისი განიცადა”- კობახიძე ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
“ქართულმა კინემატოგრაფმა და მისმა ერთგულმა მაყურებელმა უდიდესი და უმძიმესი დანაკლისი განიცადა – ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალება მხოლოდ მისი ოჯახის წევრებისა და მეგობრების დანაკლისი არ არის.

ლიკა ქავჟარაძემ დატოვა ყველაზე მთავარი მსახიობისთვის – მისი შექმნილი სახეები, რომლებიც სამუდამოდ დარჩება კინოს ისტორიასა და კინომოყვარულთა ყველა თაობის მეხსიერებაში.

გულწრფელად ვწუხვარ და თანავუგრძნობ ყველას, ვისაც წლების განმავლობაში აღაფრთოვანებდა მისი სილამაზე, ნიჭი და სამსახიობო ოსტატობა”- აღნიშნავს კობახიძე.

banner
წინა სტატიაში(Video) თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიალევან უჩანეიშვილი: „ჩემო ლიკა მაპატიე…საქართველოს აპატიე, რომ დაგივიწყეთ, მარტო დაგტოვეთ, მიგატოვეთ!”