,,ქართული თავმოყვარეობა თუ თავის სიმაღლეზე იდგა, საბჭოთა გადმონაშთმა გრიგოლ ვაშაძემ ერთი ხმაც ვერ უნდა მიიღოს “

ქართული თავმოყვარეობა თუ თავის სიმაღლეზე იდგა, ერთი ხმაც ვერ უნდა მიიღოს საბჭოთა გადმონაშთმა, თავისი კრემლის ვარსკვლავით და ოკუპანტი უფროსით, – ამის შესახებ პოეტმა, დავით მაღრაძემ ბათუმში მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც დავით მაღრაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მხოლოდ ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი ამოძრავებთ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებში არანაირი სინდისის ქენჯნა, არანაირი მისხალი სინანულისა არ გაღვიძებულა, პირიქით, ალბათ ფიქრობენ, რომ ბოლომდე როგორ ვერ მოგვაყენეს შეურაცხყოფა, როგორ დაგვრჩა კიდევ ძალა, რომ ვიბრძოლოთ თავისუფლებისა და ჩვენი სამშობლოსთვის. მივესალმები ჩვენს მეხსიერებას, რომელიც არ ერთი წუთით არ მოგვცემს უფლებას, მოვდუნდეთ, არც ერთი წუთი არ მოგვცემს უფლებას, შევწყვიტოთ თავისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლა. დღევანდელი დღე ერთი მკაფიო გამოვლინებაა იმისა, რომ ქართული საზოგადოება, საქართველოს მოსახლეობა, ჩვენი ხალხი არასოდეს არაფერს არ ივიწყებს, რაც დასავიწყებელი არ არის, გაუმარჯოს ჩვენს მეხსიერებას”, – განაცხადა დავით მაღრაძემ.

მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მკაფიოდ გამოიკვეთა არჩევანი, ეს არის არჩევანი საბჭოთა გადმონაშთსა და ევროპულ მომავალს შორის.

„ჩვენ არაერთხელ ვთქვით, მხარს ვუჭერთ სიმშვიდეს, საზოგადოების ევოლუციურ განვითარებას. ევროპული არჩევანი არის ჩვენი არჩევანი, რომლიც არც მინდა, არასდროს იყოს სათუო. წარმოდგენილია ერთი კანდიდატი დაბადებული, გაზრდილი ევროპაში, შენარჩუნებული თავისი მშობლიური ენით, რომელმაც თავისი მამა-პაპით გადაარჩინა ოჯახში ქართული ენა. მათმა წინაპრებმა არ მიიღეს ორმაგი მოქალაქეობაც კი, საფრანგეთის მოქალაქეობაზე თქვეს უარი. მოიტანეს თავისი თავი, თავისი მამულიშვილობა, თავისი მშვენიერებით. მეორე მხარეს საბჭოთა გადმონაშთი ამხანაგი ვაშაძე დგას, საბჭოთა რუსეთის გადმონაშთი, საბჭოთა რუსეთის ოფიციალური თანამშრომელი, რომელიც გვიცხადებს, რომ თურმე ეიფელის კოშკი არ არის პარიზი და თურმე არის კრემლის ვარსკვლავი, სადაც თვითონ გაიზარდა და დაიბადა. ასეთი შეურაცხმყოფელი აღვირახსნილი კამპანია აქვს გაჩაღებული”, – განაცხადა დავით მაღრაძემ.

banner
წინა სტატიაში,,ჰააგაში ქართველი სამხედროების პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დადგება, ისინი საკუთარ ქვეყანას იცავდნენ”
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მეორე ტურში საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება გარანტირებული იყოს