ქართული სულგუნი მეათე ადგილზე მოხვდა

ქართული სულგუნი მეათე ადგილზე მოხვდარუსულმა Lenta.ru-მ მსოფლიოს 12 საუკეთესო ყველს შორის ქართული სულგუნიც დაასახელა. გამოცემის რეიტინგში ქართული სულგუნი მეათე ადგილზე მოხვდა.

როგორც Lenta.ru წერს, სულგუნი ნამდვილი ქართული სიამაყეა. ეს მეგრული ყველია. სამეგრელო ქვეყნის დასავლეთ მხარეში მდებარეობს. სულგუნის წარმოება შესაძლებელია თხისა და ცხვრის რძისგან, თუმცა მას ძირითადად ძროხის რძისგან აწარმოებენ.

„პატარა საქართველო 250 სახეობის ყველს აწარმოებს, სწორედ ამიტომ, საქართველოში ამბობენ, თუ სახლში ყველი არ არის, მკვდარი ხარო. იგი ქართული სუფრის მთავარი ატრიბუტია და სუფრაზე ყოველთვის აუცილებლად მოიპოვება. სახეობებს შორისაა იმერული ყველი, გუდის ყველი და სულგუნი“,- ნათქვამია სტატიაში.

რეიტინგის მიხედვით, ყველის მსოფლიო რუკაზე 1-ლი ადგილი საფრანგეთმა დაიკავა, მე-2 იტალიამ, მე-3 ლიბანმა, მე-4 ჩინეთმა, მე-5 ინგლისმა, მე-6 ერაყმა, მე-7რუსეთმა, მე-8 ნორვეგიამ, მე-9 ირანმა, მე-10 საქართველომ, მე-11 აშშ-მ. რეიტინგში ბოლო, მე-12 ადგილზე საბერძნეთი მოხვდა.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური: ლარის კურსთან დაკავშირებით საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები
შემდეგი სტატიათავდაცვის სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს