ქართული საზოგადოების მორიგი შეურაცხყოფა – ოპოზიცია ირაკლი კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოში შესაძლო გადაყვანაზე საუბრობს

ქართული საზოგადოების მორიგი შეურაცხყოფა – ასე აფასებენ ირაკლი კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოში შესაძლო გადაყვანას ოპოზიციის წარმომადგენლები.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ეს ფაქტი პროცესების კიდევ უფრო მეტად დაძაბვასა და მოსახლეობის გაღიზიანებას გამოიწვევს.

„ეს იქნება კიდევ ერთ შეურაცხყოფა ქართული საზოგადოების, ამ კატასტროფული ნაბიჯების შემდეგ, რაც კობახიძემ გადადგა, მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნა. ისედაც კატასტროფა იყო პოლიტიკურად ასეთი ანგაჟირებული პირის საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშვნა. და ამ ფონზე კიდევ ერთი გამოწვევა იქნება საზოგადოებისთვის და ძალიან სახიფათო გზაზე დადგება ივანიშვილი თუ ეს იქნება მისი პასუხი საზოგადოებრივ პასუხზე,“-აცხადებს გიგა ბოკერია.

გავრცელებულ ინფორმაციას კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნასთან დაკავშირებით უარყოფენ საპარლამენტო უმრავლესობაში.

„არ შეიძლება ეს კითხვა რეალურად განვიხილო და ამიტომ ვცდილობ, ცუდადაც რომ არ გამიგოთ ისე გიპასუხოთ. იმიტომ, რომ შესულია იუსტიციის საბჭოში კონკრეტული კანდიდატები, უკვე არჩეულია 50 კანდიდატი და მათ შორის ირაკლი კობახიძე ვერ იქნებოდა და არ არის. ამაზე სერიოზულად როგორ გიპასუხოთ მე ნამდვილად არ ვიცი,“-ამბობს მამუკა მდინარაძე.

banner
წინა სტატიაშისაგანგებო შეხვედრა „ოცნების“ ოფისში – პოლიტსაბჭოს სხდომას ივანიშვილიც ესწრება
შემდეგი სტატიაკობახიძე, რომელიც პარლამენტის სირცხვილი იყო, საკონსტიტუციო სასამართლოს კი არა, არ უნდა გააკარონ ქართულ პოლიტიკას – ბესელია