ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე “ქართულ ოცნებას” “რუსულ მთავრობას” უწოდებს და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ის ლევილში დღეს დაგეგმილ ღონისძიებაზე არ მიიწვია.
“არა ლევილის პრივატიზაციას, არა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოების მისაკუთრებას, არა რუსულ მთავრობას” – ამბობს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ძმა რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ მიმართვაში, სადაც ოთარ ზურაბიშვილი 1924 წლის აჯანყების 100 წლის თავის ღონისძიებაზე არ მიწვევის შესახებ საუბრობს.
შეგახსენებთ, ქართული სათვისტომო, რომელსაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი ხელმძღვანელობს, ლევილის მამულში დაგეგმილ ღონისძიებაზე არ მიიწვიეს.