ქართული პოლიტიკიდან წასვლის სანაცვლოდ, სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს – მეგრელიშვილი

გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის აზრით, ქვეყანაში პოლარიზაცია შეიძლება დასრულებულიყო, თუ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რეფორმირდებოდა, გაქრებოდა იმ ფორმით, რა ფორმითაც დღესაა ქართულ პოლიტიკაში და ასევე მიხეილ სააკაშვილი დატოვებდა საბყრობილეს. ამის შესახებ მეგრელიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

წამყვანის კითხვაზე, გულისხმობს თუ არა გირჩის ლიდერი, რომ პოლიტიკიდან წასვლის სანაცვლოდ, ექსპრეზიდენტის გათავისუფლება უნდა მოხდეს, მეგრელიშვილი ამბობს, რომ მხოლოდ “ქართული პოლიტიკიდან”, რადგან პოლიტიკიდან წასვლას ვერავის აუკრძალავს.

“უკრაინის მოქალაქეა და მგონია, რომ თუ ოდესმე ყოფილა ადეკვატური დრო, რომ მიხეილ სააკაშვილს რამე სასარგებლო გაეკეთებინა, შეიძლება – ახლაა და ნაცვლად იმისა, რომ ის ამ საქმეს აკეთებდეს, ციხეში ზის. ამაზე მეტი სტიმული რა უნდა ჰქონდეს მიხეილ სააკაშვილს, რომ ეს გადაწყვეტილება [ქართული პოლიტიკიდან წასვლის] მიიღოს. ეს მნიშვნელოვანია ენმ-ს მოქმედი პოლიტიკოსების პოლიტიკური მომავლისთვის. სინამდვილეში ეს ამთავრებს პოლარიზაციას და გვაძლევს შანსს გავხდეთ ევროპული საზოგადოება…” – ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი.

banner
წინა სტატიაშიელისო ბოლქვაძე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშეს კრისტოფერ ანდერსონს შეხვდა
შემდეგი სტატიაევროკავშირის მხარდაჭერით „უფლებები საქართველო“ კახეთში უფასო სამართლებრივი დახმარების ცენტრს გახსნის