“ქართული პასპორტების გაცემა კიდევ ერთი წარუმატებელი ნაბიჯი იქნება”

"ქართული პასპორტების გაცემა კიდევ ერთი წარუმატებელი ნაბიჯი იქნება"“საქართველოს “ზრუნვა” სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლების მიერ ევროკავშირის საზღვრების უვიზოდ გადაკვეთანთან დაკავშირებით, ძალიან ცინიკურია და სხვა არაფერი იქნება თუ არა კიდევ ერთი წარუმატებელი ნაბიჯი” – განაცხადეს დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დიპლომატიურ უწყებაში.
მათი თქმით, საქართველოს მთავრობის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მკვიდრები შეღავათით აიღებენ საქართველოს ბიომეტრიულ პასპორტებს უვიზოდ სამოგზაუროდ, უშედეგო იქნება.
“სამწუხაროდ, იძულებული ვართ კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ საქართველოს მიერ მეზობლების, როგორც სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების პათოლოგიურ შეუძლებლობაში” – განაცხადეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყებაში.
“სამწუხაროდ, მსგავს დისკრიმინაციულ პრაქტიკას ადგილი აქვს რამდენიმე ევროპული ქვეყნიდან და საიდუმლო არ არის ის, რომ ეს საქართველოს მთავრობის წახალისებით ხდება” – ადგილობრივ მედიას ციტატები მოყავს საგარეო უწყებიდან, მაგრამ არ აკონკრეტებს უწყების წარმომადგენელს.

banner
წინა სტატიაშინეტავ რას ფიქრობს ამაზე “ვენეციელი ვაჭარი”- გამსახურდია მურუსიძის დანიშვნაზე
შემდეგი სტატიაისლამურმა სახელმწიფომ ბოევიკებს კანიბალიზმის უფლება დართო