“ქართული ოცნებისთვის” მნიშვნელოვანია იმ კოზირის გამოყენება, რასაც ბიძინა ივანიშვილი ჰქვია”

ზვიად ძიძიგურის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი აქტიურად ჩაერთვება საარჩევნო კამპანიაში “ქართული ოცნების” შანსები გაცილებით უფრო მაღალი იქნება.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიიჩვენს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული წერილით კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხისა და იმ პრინციპების ერთგულებას, რომლითად ის ხელისუფლებაში მოვიდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს დღეს თანამდებობა არ აქვს, ის აპირებს რომ ბოლომდე იბრძოლოს, რათა ის რეფორმები, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს, ისევ გაგრძელდეს. რაც მთავარია, ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს იმას, რომ ის აქტიურად ჩაერთვება წინასაარჩევნო პროცესში. მუდმივად იყო კითხვები იმის თაობაზე, თუ როგორ აპირებდა ის ჩართვას, ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ის მზად არის ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში მთელი მისი შესაძლებლობებით. ის ამბობს, რომ სატელევიზიო გამოსვლები, მოსახლეობასთან შეხვედრები ბიძინა ივანიშვილი იქნება ძალიან აქტიურად ორიენტირებული ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგანაც „ქართული ოცნებისთვის“ და ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია იმ კოზირის გამოყენება, რასაც ბიძინა ივანიშვილი ჰქვია. მისი ჩართულობის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ გაცილებით მეტ ხმას აიღებს“, – განაცხადა ძიძიგურმა “კვირაში”.

banner
წინა სტატიაში“სააკაშვილს შესისხლხორცებული აქვს ძალადობრივი მეთოდები, სხვაგვარი მართვა მან არ იცის”
შემდეგი სტატიაიუშენკოს თქმით, მსოფლიო და ევროპა უკრაინისადმი არაადეკვატურია