„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების ლიდერები აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრას მართავენ

region
ავტ.: region ნოემბერი 12, 2020 15:18

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების ლიდერები აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრას მართავენ

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების ლიდერები ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩს ხვდებიან.

შეხვედრა საქართველოში ამერიკის ელჩის რეზიდენციაში მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებიც მონაწილეობენ.

შეხვედრაზე შესვლის წინ ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა მცირე კომენტარი გააკეთეს.

როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ყველა საერთაშორისო პარტნიორმა გაიგოს, რომ საქართველოში არჩევნები ტოტალურად და სამარცხვინოდ გაყალბდა.

„ჩვენ მუდმივად გვაქვს შეხვედრები ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, ვაწვდით ინფორმაციას საარჩევნო დარღვევების შესახებ. ჩვენ დიალოგზე უარი არასდროს გვითქვამს, მაგრამ ამ დიალოგს უნდა მოჰყვეს შედეგი“, – განაცხადა ინაშვილმა.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა კი აღნიშნა, რომ დიალოგი შესაძლებელია მხოლოდ ხელახალ არჩევნებზე.

„არჩევნები უნდა ჩატარდეს ხელახლა, ეს პარლამენტი არ უნდა შედგეს, ეს არის გაყალბებული არჩვენების ობიექტური შედეგი“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

region
ავტ.: region ნოემბერი 12, 2020 15:18