ქართული ოცნებისა და ენმ-ის მხარდაჭერის რეიტინგებს შორის 2,5%-იანი სხვაობაა

GFK-ის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, ქართულ ოცნებასა და ენმ-ის რეიტინგებს შორის ამომრჩეველთა მხარდაჭერის მხრივ 2,5%-იანი სხვაობაა.

კითხვაზე, რომელ პარტიას უჭერთ მხარს, მაჩვენებლები ასე გადანაწილდა: ქართული ოცნება -38%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 35.6%, ლეიბორისტული პარტია – 5.9%, თავისუფალი დემოკრატები – 5.8%, სახელმწიფო ხალხისთვის – 4.1%, პატრიოტთა ალიანსი – 2.8%, დემოკრატიული მოძრაობა – 2.6%, რესპუბლიკელები – 0.7%.

არჩევნებამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე, სოციოლოგიური კვლევის კომპანია GFK რუსთავი2-ის დაკვეთით შესრულებულ მესამე წინასაარჩევნო გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.

banner
წინა სტატიაშიკაცხის მონასტერი ტურისტებს განახლებული ინფრასტრუქტურით დახვდება
შემდეგი სტატიაGFK-ის ახალი კვლევა: ბარიერს 2 პარტია ლახავს – ,,ნაც. მოძრაობა“ 26%, ,,ქართული ოცნება“ 25%