“ქართული ოცნების უფლებამოსილ ლიდერებს მივმართავ, განცხადება გააკეთონ, რომ პარლამენტი ქუთაისში დარჩება”

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი წერეთელი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ქართული ოცნების უფლებამოსილ ლიდერებს მიმართავს გააკეთონ განცხადება, რომელიც ქუთაისში სამთავრობო კანდიდატის პირობას – პარლამენტის აქ დარჩენის შესახებ, დაადასტურებს.

„იმ განცხადებებს მინდა გამოვეხმაურო, რომელიც ქუთაისში სახელისუფლებო პარტიის კანდიდატის მხრიდან ორ თემაზე გაკეთდა: ერთი ეხება ქუთაისში პარლამენტის დატოვებას. ქართული ოცნება პირველივე საათებში აცხადებდა, რომ პარლამენტს ქუთაისიდან თბილისში გადმოიტანდა, თუმცა ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამბობს, რომ პარლამენტი ქუთაისში დარჩება.

ჩემი აზრით, ეს უბრალო საარჩევნო ტაქტიკაა, რადგან ჩვენი მთავარი გზავნილია საპარლამენტო დედაქალაქი ქუთაისი იყოს და პარლამენტი ქუთაისში დარჩეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ქართული ოცნების უფლებამოსილ ლიდერებს მივმართავ, განცხადება გააკეთონ, რომ პარლამენტი ქუთაისში დარჩება და ჩავთვლით, რომ ამ მოკლე პერიოდში ოპოზიციამ დიდი საქმე გააკეთა და წარმატებას მიაღწია. ქალაქისთვის მნიშვნელოვანია პარლამენტის ქუთაისში დარჩენა.

მეორე თემა კი გაყალბება და გაბათილებული ბიულეტენებია. ძალიან კარგია, რომ ოცნების კანდიდატმა ჩვენს ოლქში არჩევნების გაყალბება დაადასტურა. ამ შემთხვევაში ათასზე მეტ ბიულეტენზეა საუბარი, რომელიც გაბათილდა.

ორი დღის წინ გადათვლის თაობაზე შევიტანეთ საჩივარი. ქართული ოცნების კანდიდატი ადასტურებს და ამბობს, რომ მისი ბიულეტენები გაბათილდეს. ეს ნიშნავს, რომ გაყალბება დადასტურებულია. “,- განაცხადა გიგი წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: ჩვენ დავბეჭდავთ თქვენს სურათებს პლაკატებზე წარწერით მოღალატე
შემდეგი სტატია1 აშშ დოლარი 2.35 ლარი გახდა