„ქართული ოცნების“ უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგად საქართველოს დაცულობისა და უსაფრთხოების დონე მნიშვნელოვნად გაუარესდა

საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლების მოედნის” განცხადება:

ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადების შედეგად, ცნობილი გახდა, რომ საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის პროცესში, ამერიკულმა მხარემ, გაურკვეველი ვადით გადადო, საერთაშორისო მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024.“

ამერიკული მხარის განცხადებით, სწავლების გადადების მიზეზი, პარტნიორების მიმართ, საქართველოს ხელისუფლების მიერ წაყენებული ცრუ ბრალდებებია. კერძოდ, საუბარია „ქართული ოცნების“ მიერ გამოგონილ მავნებლურ დეზინფორმაციაზე „მეორე ფრონტისა“ და „სახელმწიფო გადატრიალების“ შესახებ, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეებისა და სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ, რუსული სტილის საინფორმაციო ოპერაციას ახორციელებს.

ეს, ერთი შეხედვით, შიდა პოლიტიკური მანიპულაციებისთვის შექმნილი დეზინფორმაცია, უკვე იქცა საქართველოს ხელისუფლების რეალური საგარეო პოლიტიკური შინაარსის მთავარ მარკერად, რომლის მიზანიც, საქართველოს დასავლელი პარტნიორების გარეშე, რუსეთთან მარტო დატოვებაა.

სწავლება „ღირსეული პარტნიორის,“ რომელსაც საქართველო 2015 წლიდან მასპინძლობს, უპირველესი მიზანი, ქვეყნის შეკავების შესაძლებლობების დემონსტრირება და შესაბამისად, შესაძლო სამხედრო აგრესიის პრევენციაა, პარტნიორებთან ურთიერთთავსებადობის და საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების გზით. სწავლების ფარგლებში, წლების მანძილზე იზრდებოდა, არა მხოლოდ საქართველოს თავდაცვის ძალების კონკრეტული ქვედანაყოფების, არამედ, პარტნიორების სწრაფი გადმოსროლისთვის საჭირო – ეროვნულ დონის ლოჯისტიკური შესაძლებლობები და იხვეწებოდა სამეთაურო-საშტაბო პროცედურები.

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკური გადაწყვეტილებით ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები არ უნდა დაისაჯონ – თავდაცვის ყოფილი მინისტრის პირველი კომენტარი
შემდეგი სტატიამარინ ლე პენის განცხადებით, არჩევნებზე მისი პარტიის წარმატების შემთხვევაში, არჩეული პრემიერ-მინისტრი კიევს არ მისცემს უფლებას, ფრანგული შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს