“ქართული ოცნების” წევრი, არჩილ თალაკვაძე ამტკიცებს, რომ საქართველო არის საერთაშორისო სანქციების ნაწილი

“ქართული ოცნების” წევრი, არჩილ თალაკვაძე ამტკიცებს, რომ საქართველო არის საერთაშორისო სანქციების ნაწილი.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მაკრონის მიერ გაკეთებული განცხადება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით, მათთვის გაუგებარია, ხოლო პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს და კითხვებს გაურბის.

“საქართველო არის საერთაშორისო სანქციების ნაწილი, არის!…არის საქართველო საერთაშორისო სანქციების ნაწილი. ანუ, მე მთხოვთ [მაკრონის განცხადებაზე] პასუხს?”,- ამბობს თალაკვაძე.

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მან წერილი პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიწერა. წერილში აღნიშნულია, რომ უკრაინაში ომის დროს, მნიშვნელოვანია საქართველომ მხარი დაუჭიროს სანქციების ევროპულ პოლიტიკას და ხელი შეუშალოს მოქმედი სანქციების რეჟიმის რუსეთის მიერ გვერდის ავლის მცდელობებს.

banner
წინა სტატიაშივერავინ იტყვის, როდის და როგორ დასრულდება რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ – სტოლტენბერგი
შემდეგი სტატიამკაფიო პოზიციას მკაფიო ნაბიჯები უნდა მოჰყვეს და პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან ჯერ ეს არ გვინახავს – ბოკერია