“ქართული ოცნების წევრებმა იციან რა მასშტაბის და სიმძიმის დანაშაულთან გვაქვს საქმე”- კანდელაკი წითელაშვილის სკანდალზე

ივანიშვილის ჩარევის შედეგად - გადაწყდა რომ „გადააგდონ“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი კანდელაკი წითელაშვილის სკანდალთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ქართული ოცნების წევრებმა იციან რა მასშტაბის და სიმძიმის დანაშაულთან გვაქვს საქმე.

“მას მიეცა არამხოლოდ შესაძლებლობა, რომ შესულიყო სრულიად საიდუმლო სამხედრო ობიექტზე, არამედ გადაეღო ეს ობიექტი. უდიდესი ალბათობით მან ეს ინფორმაცია გადასცა ოკუპანტ სახელმწიფოს. ეს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, რასაც უკვე დისკრედიტებული ახალი თავდაცვის მინისტრი და სხვა ჩინოსნები ქართული ოცნების მთავრობისა აკეთებენ, თავისთავად მანიშნებელია, რომ მათ იციან რა მასშტაბის და სიმძიმის დანაშაულთან გვაქვს საქმე,“ – აღნიშნა კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაშიკომპიუტერული სისტემის ხარვეზის გამო, ავიაკომპანია Delta Air Lines რეისები მსოფლიოს მასშტაბით შეჩერდა
შემდეგი სტატია“ახალი პროგრამა იმ პენსიონერებს ეხებათ, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ”