“ქართული ოცნების” წევრ ტარიელ აროშიძის სასამართლო პროცესი ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში დღეს გაიმართება

ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” დეპუტატის ტარიელ აროშიძის სასამართლო პროცესი ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში დღეს, 12:00 საათზე გაიმართება. გამოძიება მას “სისხლის სამართლის კოდექსის” 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ედავება, რაც ცემას გულისხმობს.
“ქართული ოცნების” დეპუტატი ტარიელ აროშიძე მთელი ღამის განმავლობაში ოზურგეთის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.

ოზურგეთში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს დეპუტატს ბესო ქათამაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ოზურგეთის საკრებულოს წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან” დავით მჟავანაძემ გუშინ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ბესო ქათამაძეს ფრაქცია “ქართული ოცნების” კაბინეტში თავის არეში ჭრილობები მიაყენეს. დავით მჟავანაძე ამბობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენელ ბესო ქათამაძეს სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტების გამო დაესხნენ თავს. დავით მჟავანაძე საგამოძიებო ორგანოს ფაქტზე რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას გულოსხმობს.

banner
წინა სტატიაშისტიქიის ადგილზე ამ დრომდე სპეციალური ტექნიკა მუშაობს
შემდეგი სტატიაშსს-მ ბათუმის კლუბებში ჩადენილი გამოძალვის და იძულების ბრალდებით ორი პირი დააკავა, სამი კი პასუხისგებაში მისცა