“ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა ენმ-ს წევრებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

დაპირისპირება ზუგდიდის რაიონში – სოფელ დიდინეძში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შტაბის უფროსს პაპუნა კუკავას, ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

პარტიაში განმარტავენ, რომ გუშინ კუკავა ოჯახთან ერთად მანქანით გადაადგილდებოდა. იმ დროისთვის ქუჩაში მოძრაობა ქართული ოცნების 20-მდე მხარდამჭერს პრაქტიკულად გადაკეტილი ჰქონდა, კუკავამ მათ გატარება სთხოვა, რასაც მათი მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა.

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ „ეს კარგად დაგეგმილი პროვოკაციაა,“ რომელსაც გუბერნატორი ლევან შონია და ქართული ოცნების მაჟორიტარობისა და გამგებლობის კანდიდატები ხელმძღვანელობენ.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს აკადემიას ნატო-ს პროფესიული განვითარების პროგრამის კოორდინატორი ეწვია
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლოში დღეს მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართება