”ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დღეს თბილისის ქუჩებს პარტიის მხარდამჭერი პლაკატებისგან გაასუფთავებენ

”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წარმომადგენლები დღეს დედაქალაქში არსებულ ქუჩებს, პარტიის მხარდამჭერი პლაკატებისგან გაასუფთავებენ.
როგორც ”თაიმერს” პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, დასუფთავების აქცია 16:00 საათზე დაიწყება.
”პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ თბილისელ ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის. პარტიის წარმომადგენლები დღეს, 16:00 საათიდან, დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებენ, რომლის ფარგლებშიც, დედაქალაქში არსებულ ქუჩებს, პარტიის მხარდამჭერი პლაკატებისგან გაასუფთავებენ. დასუფთავების აქციაში პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას”, – აცხადებენ პარტიაში.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძესთან სხვადასხვა პროექტებზე კონსულტაციები გვქონდა, თუმცა მის გუნდში მუშაობაზე საუბარი არ ყოფილა
შემდეგი სტატიაზაზა ხატიაშვილი ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის საქმეზე გამოტანილ განაჩენს სამარცხვინოს უწოდებს