“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ვარ და რომელ არაფორმალურ მმართველობაზეა საუბარი”
სხვა სტატიები
- ანზორ ჩუბინიძე ადასტურებს, რომ სახელმწიფო დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
- ანგარიშის მიხედვით, ერთ წელში სამეწარმეო საქმიანობიდან ყველაზე მაღალი შემოსავალი – 17 429 052 ლარი დეპუტატ კახა ოქრიაშვილს აქვს მიღებული
- ხალხი არის დასახიჩრებული, რატომ გვესვრით, აღარ ისროლოთ – პოლიციელებს სასულიერო პირმა მიმართა
,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში არაფორმალურ მმართველობასა და ბიზნესმენებთან შეხვედრაზე გააკეთა კომენტარი.
ივანიშვილის განცხადებით, ის ოქუაშვილსა და ყიფიანს თამბაქოს შესახებ, ბიზნესპროექტის განხილვის ფარგლებში შეხვდა.
“ბიზნესმენბს ვხვდები ისე როგორც ბიზნესმენი ხვდება ბიზნესმენს და ეს არის ძალიან კარგი. მათთან შეხვედრა არ მქონია პარტიის თავმჯდომარის რანგში. მათ ვეხმარები არამარტო ფინანსურად არამედ ვაძლევ ძალიან ბევრ რჩევას. ბიზნესმენებთან შეხვედრები კვლავ გაგრძელდება და მე მათ დავეხმარები, რადგან ბიზნესმა უნდა დაასაქმოს ადამიანები და შექმნას ეკონომიკური დოვლათი. სწორედ ეს იყო საფუძველი ოქუაშვილის მოსვლისა და ასევე ყიფიანისაც. ძალიან კარგი პროექტი იქმნებოდა, მე მას დავაფინანსებდი. ძალიან კარგი პროექტი ჰქონდა ყიფიანს კახეთში თამბაქოს მოყვანისა. ოქუაშვილის მოსვლა ლევანთან ერთად. ყველაზე საინტერესო რაც არის ამ ჩანაწერებში არის ის, რომ ის არ არის ავთენტური”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ის მმართველი პარტიის თავმჯდომარეა და არაფორმალურ მმართველობაზე საუბარი უცნაურია.
“მე დღეს ვცხოვრობ ასოლუტურად მნორმალურად, ვარ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ის არის მმართველი პარტია ჰყავს აპარლამენტო უმრავლესობა, მე ვარ პარტიის თავმჯდომარე და რომელ არაფორმალურ მმართველობაზეა საუბარი”, – აღნიშნა ივანიშვილმა.