ქართული ოცნების სტილი და პოლიტიკა არის სიძულვილის ენა, ურთიერთდაპირისპირება და კანონის დარღვევა – თარხნიშვილი წულუკიანის განცხადებაზე

ევროპული საქართველოს წევრი, ლევან თარხნიშვილი, თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება, სადაც მან საჯაროდ გამოაცხადა ნიკა გვარამიას პირადი ინფორმაცია.
თარხნიშვილის თქმით, გუშინდელი ფაქტი არის აღმაშფოთებელი და ამაზრზენი, თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ოცნების წარმომადგენლები უბიძგებენ ღვარძლის ნიაღვარს და შეტევებს ამა თუ იმ ადამიანზე.
„რათქმაუნდა, გუშინდელი ფაქტი არის აღმაშფოთებელი და ამაზრზენი, ის რაც მოყვა ამას, ასევე აღმაშფოთებელია. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთვევა, როცა ქართული ოცნების ლიდერები და პირადად ქალბატონი წულუკიანი არღვევას კანონს, არღვევს პერსონალური მონაცემების დაცულობას და დამატებით უბიძგებს ღვარძლის ნიაღვარს და შეტევებს ამა თუ იმ ადამიანზე, ამჯერად ბატონი ნიკა გვარამიას წინააღმდეგ, თუმცა ჩვენ გვახსოვს სხვა პიროვნებების წინააღმდეგ მიმართული ასეთივე მართული შეტევები, ბოლო მაგალითი შეგვიძლია გავიხსენოით ბატონი მელაშვილის წინააღმდეგ მიმართული.
ეს არის ქართული ოცნების სტილი და მისი პოლიტიკა, სიძულვილის ენა, ურთიერთდაპირისპირება, კანონის დარღვევა და სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები და ამ გზით დავასრულოთ ქართული ოცნების მმრათველობა.“ – განაცხადა თარხნიშვილმა.

banner
წინა სტატიაშივარკეთილში ახალი სკვერი გაშენდა
შემდეგი სტატიაეს იყო შიშის ფაქტორი, რადგან არ სურთ დააფიქსირონ პარტნიორებთან პირველ რიგში, რომ აქვთ ერთპარტიული პარლამენტი – თარხნიშვილი მანდატების არ გაუქმებაზე