„ქართული ოცნების“ სიაში არყოფნას პოლიტიკური სარჩული არ აქვს და მხოლოდ პირადმა სუბიექტურმა მიზეზმა განაპირობა”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სოფო ჯაფარიძე, რომელიც პარტიის ახალ სახედ იყო წარდგენილი, თუმცა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არ არის, განმარტებას აკეთებას.

როგორც ჯაფარიძე აცხადებს, სიაში მხოლოდ პირადი სუბიექტური მიზეზების გამო არ არის.

„ბუნებრივია, გაჩნდა კითხვები მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში არ ვარ. მხოლოდ სუბიექტური მიზეზის გამო, რომელიც იმდენად პირადია, რომ ამაზე საუბარი არ მსურს, მივიღე გადაწყვეტილება,არ ვიყო სიაში. ამ გადაწყვეგტილებას აბსოლუტურად გაგებით მოეკიდა პრემიერ-მინისტრი, საჯაროდ ვუხდი მას მადლობას ნდობისთვის, თანადგომისათვის და მხარდაჭერისათვის, ასევე, მადლობელი ვიქნები ჟურნალისტების, რომლებიც გაგებით მოეკიდებიან ჩემს გადაწყვეტილებას და ზედმეტი კითხვებით არ მომმართავენ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩემს გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული არ ედო და მხოლოდ პირადმა, სუბიექტურმა მიზეზმა განაპირობა ჩემი გადაწყვეტილება. სადაც არ უნდა ვიყო, რა პოზიციაზეც, მე გავაგრძელებ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ. წარმატებას ვუსურვებ „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში“,- წერის სოციალურ ქსელში სოფო ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშიყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
შემდეგი სტატიაზურაბ ტყემალაძე: თამარ ჟვანიას ტელეფონზე განხორციელდა ზარი, მასზე ზეწოლას ახდენენ