„ქართული ოცნების“ შემოთავაზებული ფორმატები დროის გაჭიანურებაა, არ ჩანს მზაობა, გადმოდგან ნაბიჯები დეპოლარიზაციისკენ – გამოჩნდება, თუ კენჭს უყრის საკონსტიტუციო ცვლილებებს – სამნიძე

სამუშაო პროცესში ვართ, ვთანხმდებით საკითხებზე, რიგგარეშე სესიას სჭირდება თანამშრომლობა პრეზიდენტთან, მე იმედი მაქვს, რომ ამ პროცესში ის ხედავს, რამდენად მნიშვნელოვანია დეპოლარიზაციისკენ ნაბიჯის გადასადგმელად ოპოზიციის აქტიურობა,- ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ პარლამენტში, ოპოზიციონერ კოლეგებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საჭირო გახდება პრეზიდენტთან კონსულტაციები.

სამნიძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება ნომერ პირველი საკითხი რიგგარეშე სესიის დღის წესრიგში.

“კანონპროექტები არის მზად, რომელსაც არ ჭირდება არანაირი საკომისიო მუშაობა. მაგალითად, საკონსტიტუციო ცვლილებები არის თავიდან ბოლომდე შეთანხმებული და პირველი მოსმენით მას კენჭი ეყარა, დარეგისტრირებულია ანტიკორუფციული კანონპროექტი, კონკურსია გამოსაცხადებელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, ამ საკითხებს არ ჭირდება კომისია და სექტემბრისთვის გადადება. ამ საკითხების მიხედვით უნდა შეიქმნას დღის წესრიგი რიგგარეშე სესიისთვის, რასაც დაჭირდება პრეზიდენტთანაც კონსულტაციები, ამას ხელს შეუწყობს სამუშაო შეხვედრები. „ქართული ოცნების“ მხრიდან შემოთავაზებული ფორმატები დროის გაჭიანურებაა, მათგან არ ჩანს მზაობა გადმოდგან ნაბიჯები დეპოლარიზაციისკენ, ეს გამოჩნდება თუ “ქართული ოცნება” კენჭს უყრის საკონსტიტუციო ცვლილებებს. ეს არის ერთ- ერთი ინდიკატორი, რომ “ქართული ოცნება” მზად არის დეპოლარიზაციისთვის,”- განაცხადა სამნიძემ.

banner
წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელესკის განცხადებით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 4 თვის თავზე განადგურებულია 2 102 საგანმანათლებლო დაწესებულება
შემდეგი სტატიათიბისი კონცეპტი მასპინძლობს კერამიკის გამოფენას „თიხის სივრცე“